ამ 5-წლიანი რესურსის საშუალებით ბანკი დააფინანსებს კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს.
იბიარდის კავკასიის ენერგო-ეფექტურობის პროგრამა შეიქმნა ჩვენს რეგიონში ფინანსური ინსტიტუტების დასაფინანსებლად, რადგან მათ შემდეგ შეძლონ სესხების გაცემა კერძო სექტორის ენერგო-ეფექტურობის და ენერგიის რაციონალურად გამოყენების მიზნით დაგეგმილ ინვესტიციებზე. 2007 წელს თიბისი ბანკმა 10 მილიონი აშშ. დოლარის ოდენობის იგივე ტიპის რესურსი პირველმა მიიღო ქართულ ბანკებს შორის და ეს უკვე მეორე ასეთი ტრანზაქციაა ჩვენი ბანკისთვის.