ახალი ამბები

ვინ გადავიდა GPB-ის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში

3 იანვარი, 2017 • 17126
ვინ გადავიდა GPB-ის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში

დღეს, 3 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში გადასული ხუთი კანდიდატი დაასახელა. პირველ ჯერზე კონკურსში სულ 14 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის თქმით, მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს საბჭო 4-5 იანვარს გაესაუბრება, საბოლოო კენჭისყრა კი 6 იანვარს ჩაინიშნა. ინტერვიუები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:

  • თინათინ ბერძენიშვილი,
  • ვასილ მაღლაფერიძე,
  • ნინო ზაუტაშვილი,
  • ზაალ ანჯაფარიძე,
  • ნათია კუპრაშვილი;

გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობას კიდევ 9 კანდიდატი იღებდა. ესენი იყვნენ რევაზ შალიბაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, გიორგი ქავთარაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, დავით ცინცაძე, მანანა ღოღობერიძე, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური და მარგარიტა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.

მაუწყებლის გენ.დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი