ახალი ამბები

სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

2 იანვარი, 2017 • 46472
სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ახალი წლის ღამით სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ტერაქტის უკან ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” იდგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პირველ იანვარს კლუბ “რეინაში” შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა წამოიწყო. შემთხვევას 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დროის იქ 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ათობით მათგანი დაჭრილია. გარდაცვლილთაგან 25 სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან: მათ შორის კუვეითის, ბელგიის, საფრანგეთის, ისრაელის, კანადისა და რუსეთის.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

თურქულ მედიაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა კლუბში სულ მცირე 180 ტყვია გაისროლა.

შემთხვევას უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები და დაგმეს მომხდარი. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კი აცხადებს, რომ ტერორისტებს ქვეყანაში ქაოსის შექმნა სურთ და თურქეთი ტერორიზმთან საბრძოლველად ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი