ახალი ამბები

შსს გაუჩინარებული სურმავას შესახებ ინფორმაციას არ იძლევა

3 ოქტომბერი, 2012 •
შსს გაუჩინარებული სურმავას შესახებ ინფორმაციას არ იძლევა

მახარაძე დაგვპირდა, რომ გაარკვევდა,  ეძებს თუ არა პოლიცია სურმავას, თუმცა ამის შემდეგ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

 

სურმავას მეუღლე –  მაკა ლობჟანიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პატრული გამოიძახეს ბესოს გაუჩინარების გამო, თუმცა ამის შემდეგ მათთან გამომძიებელი არ მისულა.

 

„სიახლე არ არის არაფერი, გუშინ საღამოს ვესაუბრე, ველოდებით, წესით, უნდა გამოუშვან. ვის ჰყავს დაკავებული? ეტყობ,ა სამართალდამცავებს ჰყავთ, იმიტომ, რომ პოლიციაში განცხადება არ მიიღეს. პატრული გამოვიძახეთ, როგორც ჩანს, საქმე ძიებაში არ არის, რადგან ჩვენთან გამომძიებელი არ მოსულა.“

 

ბესო სურმავა
ბესო სურმავა

მაკა ლობჟანიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია:

 

„უკეთესად მესაუბრა, ვიდრე ადრე. იმედი მაქვს, იმ ვითარებიდან გამომდინაერე, რაც ქვეყანაში ხდება, უახლოეს დღეებში გამოუშვებენ.“

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჩვენ  ვცდილობდით რამდენიმე დღის წინაც რომ გაგვერკვია, ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი ბესო სურმავა დაკავებული ხომ არ არის, ან შსს–მ  ხომ არ იცის რამე მისი ადგილსამყოფელის შესახებ. შს პრესსამსახურმა სალომე მახარაძემ განგვიცხადა, რომ ბესო სურმავას შესახაბ ინფორმაციას არ ფლობდა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე აუდიოჩანაწერი “ქართული ოცნების” ლიდერების შესახებ ბესო სურმავას სახელით 27–28 სექტემბერს  გავრცელდა. ასევე გავრცელდა თავად ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერიც, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რატომ გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები და რა დავალება ჰქონდა მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან.

 

 ბესო სურმავა ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში 10 წლის მანძილზე მუშაობდა. ბესო სურმავა 8 დღის წინ გაუჩინარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი