ცესკოსთან შეკრებილი არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ.
ისინი მოითხოვენ, რომ ცესკომ დროულად გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები და ამომრჩევლის ყოველი ხმა რეალურად ასახოს.
ხარატიშვილი შეხვდა სტუდენტებს და მათ გააცნო ცესკოს ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკა.
“ლაბორატორია 1918”–ის წარმომადგენლის სანდრო ცაგარელის განცხადებით, ხარატიშვილმა მათ აცნობა, რომ დღის ბოლოსთვის უბნების უმეტესობა იქნება დათვლილი და ამ წუთებში არსებული შედეგები დიდად არ შეიცვლება დღის ბოლოსკენ”, – განაცხადა ცაგარელმა.
მან უკმაყოფილება გამოთქვა ცესკოს ადმინისტრაციის მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით და აღნიშნა: “უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან არაეფექტურად მუშაობს ცესკოს ადმინისტრაცია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არაეფექტური მუშაობა აღარ აისახება სამართლებრივ მხარეზე”.
სტუდენტები ჯერჯერობით წასვლას არ აპირებენ და ისინი დაელოდებიან ცესკოს შედეგებს.
ცესკოსთან ასევე რჩებიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, თუმცა, ამ დროისთვის (18:20) მათი რაოდენობა შემცირებულია.