დღეს, 29 დეკებერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება 96 ხმით მიიღეს. დადგენილების შესაბამისად, პარლამენტში ათი მუდმივმოქმედი დელეგაცია შეიქმნა.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE)– თამარ ჩუგოშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე,ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე.
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA)- სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), არჩილ თალაკვაძე, გიორგი წერეთელი.
- ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC)- თამარ ხულორდავა (დელეგაციისხელმძღვანელი), ირინე ფრუიძე, ოთარ დანელია, გიორგი მოსიძე, აკაკი ზოიძე, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე, სალომე სამადაშვილი, ოთარ კახიძე.
- (EURONEST PA)- თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირინე ფრუიძე, მარიამ ჯაში, ნინო წილოსანი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომან კაკულია, ლევან კობერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, სერგი კაპანაძე.
- ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA)- ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა, გიორგი კანდელაკი.
- საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU)- ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), სოფიო ქაცარავა, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, დავით ბაქრაძე.
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC)- ოთარ დანელია(დელეგაციის ხელმძღვანელი), ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნატო ჩხეიძე.
- დემოკრატიისა და ეკნომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA) – კახაბერ კუჭავა(დელეგაციის ხელმძღვანელი), გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გედევან ფოფხაძე.
- მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (I.A.O.)- ზაქარია ქუცნაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), დიმიტრი ხუნდაძე, ადა მარშანია.
- ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა (APF)- სალომე ზურაბიშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), გიორგი კახიანი, სალომე სამადაშვილი.
დადგენილებით განისაზღვრა დელეგაციების სათადარიგო შემადგენლობებიც.