ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემი კახეთის რეგიონში ასე გამოიყურება:
საგარეჯო
49 უბნიდან დათვლილია 3 უბნის მონაცემი.
მიღებული ხმები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –63.31%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”– 33.86%;
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: გია ჩალათაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” 46.26% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” თინათინ ხიდაშელმა 50.14% მიიღო.
გურჯაანში 51 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 2 უბნის მონაცემი.
მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა– 61.84%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” –28.26%.
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ღვინიაშვილმა 51.48% აიღო, ხოლო კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” მანანა ბერიკაშვილმა -43.6%;
ლაგოდეხის 35 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 1 უბნის მონაცემი.
მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” –66.67%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” –31.07%.
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი გოზალიშვილმა აიღო 61.38% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ელდარ კურტანიძემ – 34.34%;
ყვარლის 30 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 2 უბნის მონაცემი.
მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” –54.08%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”–39.63%.
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მარიკა ვერულაშვილი- 55.82% და კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” დავით ქევხიშვილი- 40.63%;
ახმეტის 29 უბნიდან დათვლილია 26 უბნის მონაცემი.
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ცისკარიშვილმა აიღო 44.56% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ზურაბ ზვიადაურმა –51.75%.
დედოფლისწყაროს 23 უბნიდან დათვლილია 1 უბნის მონაცემი.
მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –46.99%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”– 49.45%.
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ზაზა კედელაშვილმა აიღო 52.49% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე თამაზაშვილმა 45.03%.
სიღნაღის 35 უბნიდან დათვლილია 33 უბანის შედეგი.
მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა– 46,31%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”–49.38% .
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილი -48.39% და კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გელა გელაშვილი- 47.53%;
თელავის 54 უბნიდან დათვლილია 40 უბნის მონაცემი.
მიღებული ხმები პარტიების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –43.65%, “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” –49.78%.
მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები ოლქების მიხედვით: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვასილ დავითაშვილმა აიღო 44.41% და კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” გელა სამხარაულმა– 47.55%.