აქციის მონაწილეები ორად გაიყვნენ. ერთი ნაწილი მოედანზე რჩება, ხოლო მეორე ნაწილმა #59 საოლქო საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლა, რადგან გავრცელდა ხმა, რომ ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა მოსალოდნელი.
ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოსახლეობის თქმით, ისინი ბედნიერები არიან. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას დაწყებული საქმე დაამთავრა.
ნეტგაზეთი პალიასტომის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარს გაესაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოდან ანტიქრისტე გავარდა.

![ქუთაისში ‘ოცნების’ აქცია 2 ადგილზე გაიმართება [Video]](https://netgazeti.ge/wp-content/themes/netgazeti/images/no-featured-image.png)






