ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა

27 დეკემბერი, 2016 • 3695
გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რიგორც ქორიძემ განაცხადა, შეწყალებული პატიმრებიდან 122 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ხოლო 53 მსჯავრდებულს შეუმცირდა შეფარდებული სასჯელი.

შეწყალებს კომისიის თავმჯდომარის თქმით, შეწყალებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთაგან 14 არის ქალი; მათგან 12 დღეს უკვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს, ხოლო ორს შეუმცირდა სასჯელი.

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიას ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაეალჩინოსნების შეწყალებაზე არ უმსჯელია, რადგან არავის მიუმართავს კომისიისთვის ამ პირების შეწყალბის თხოვნით.

მისი თქმით, შეწყალების კომისია 13-დან 20 დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა, ხოლო ამ პერიოდში სულ განიხილა 1142 პირის საქმე და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიაწოდა პრეზიდენტს.

როგორც ქორიძემ განმარტა, შეწყალების აქტი არ არის კალენდარული გეგმით განსაზღვრული და ის დამოკიდებულია მომართვიანობაზე, თუ რამდენი მსჯავრდებულის განცხადება შევა კომისიაში. მისი თქმით, შეწყალების გამოცემის აქტი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩათვლის პრეზიდენტი ამას საჭიროდ; შესაბამისად, პრეზიდენტი ნიშნავს შეწყალების კომისიის სხდომასაც.

ზვიად ქორიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ზვიად ქორიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი