ნეტგაზეთი | ენგურის ხიდზე გადასასვლელად რვაწლიანი პაუზის შემდეგ მიკროავტობუსი დანიშნეს ენგურის ხიდზე გადასასვლელად რვაწლიანი პაუზის შემდეგ მიკროავტობუსი დანიშნეს – Netgazeti

ენგურის ხიდზე გადასასვლელად რვაწლიანი პაუზის შემდეგ მიკროავტობუსი დანიშნეს

გაეროს ლტოლვოლთა უმაღლესი კომისარიატის [UNHCR] დახმარებით, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ენგურის ხიდზე გადასასვლელად მიკროავტობუსი დაინიშნა. ენგურის ხიდიდან რეპორტაჟი საზოგადოებრივმა მაუწყებლემა მოამზადა.

ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება და დღეში რამდენიმე რეისს შეასრულებს. თუმცა ათადგილიანი მიკროავტობუსი ყველა მგზავრისთვის საკმარისი არ არის. მგზავრებს იმედი აქვთ, რომ მიკროავტობუსების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

აქამდე ენგურის ხიდის გავლა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლა მოქალაქეებს ფეხით ან ცხენზე შებმული ურიკებით უწევდათ. ხიდზე გადასვლა განსაკუთრებით პრობლემური იყო მოხუცებისთვის და იმ მგზავრებისთვის, ვისაც დიდი რაოდენობით ხელბარგი ჰქონდა.

“ბევრი წელია ამაზე ვმუშაობდით. ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული გადაწყვეტილება”, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ენგურის ხიდზე ავტობუსი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი