ახალი ამბები

ქუთაისში ‘ოცნების’ ექვსი აქტივისტი დააკავეს [Video]

1 ოქტომბერი, 2012 •
ქუთაისში ‘ოცნების’ ექვსი აქტივისტი დააკავეს [Video]

შსს-ს განცხადებით, “დაკავებული ახალაია და დალაქიშვილი ქუთაისში, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათ ხმა „ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ არ მიეცათ.

 

“მომხდარზე გამოძახებული იქნა პოლიცია. პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა, თუმცა ახალაია და დალაქიშვილი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ამჯერად მათ პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც მოხდა მათი დაკავება. მამუკა ახალაიას და გიორგი დალაქიშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით წაუყენეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი