ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ბათუმის ოფისის ცნობით, „დღეს, სამი საათისთვის ნაციონალური მოძრაობის გაყალბების მანქანა ამოქმედდა. N17-ე, N 20-ე, N 22- ე და N 23 – ე საარჩევნო უბნებზე ათამდე ამომრჩეველს ხმა მიცემული დახვდა.
მათ შორის იყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელ მდივანი, გულადი გოგაძე, რომელმაც N22-ე უბანზე ამ ფაქტის გამო საჩივარი დაწერა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე მამულაძემ, საჩივარი რეგისტრაციაში არ გაატარა.“
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინფორმაციით N44-ე საარჩევნო უბანის ეზოში „ნაციონალები“ ეზოში არიგებენ ბიულეტენებს. პარტიაში ამობობენ, რომ მოხდა ერთ-ერთ მათგანის იდენტიფიცირება. ქდმ-ს ინფორმაციით, ის მამუკა ვერძაძეა.
N44- ე საარჩევნო უბანი მე-20 საჯარო სკოლაში მდებარეობს.
„ქდმ”-ს თქმით N2-ე, N64-ე და N52-ე საარჩევნო უბნებზე დგანან პირები და მიუთითებენ ამომრჩევლებს, რომ მმართველ პარტიას მისცენ ხმა.
ხელვაჩაურში კი N10-ე, N11-ე და N36 -ე საარჩევნო უბნებზე ათამდე ამომრჩეველი სიაში არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საარჩევნო ბარათი სახლში მიუვიდათ.