სამინისტროს განცხადებით, მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელება განაპირობებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას და ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნას დაძაბულობის შესაქმნელად, რაც ბუნებრივია არც პატიმართა და მათ ახლობელთა და არც სამინისტროს ინტერესში არ შედის.
“სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს პატიმრებს და იწვევს მათი ოჯახის წევრების სრულიად უსაფუძვლო მღელვარებას”, – ნათქვამია უწყების მიერ დღეს, 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების იმ ნაწილის უმრავლესობამ, რომელთაც ქონდათ სათანადო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.