ახალი ამბები

დამკვირვებელი საპარტულო პოლიციაში წაიყვანეს

1 ოქტომბერი, 2012 •
დამკვირვებელი საპარტულო პოლიციაში წაიყვანეს

ბათუმის N 66- ე უბნიდან, რომელიც ბათუმის ცირკში მდებარეობს, საპატრულო პოლიციამ ამ წუთას უფლებათა დაცვის ცენტრის დამკვირვებელი, ნათელა ბახტაძე წაიყვანა საპატრულო პოლიციაში. პოლიელების თქმით, ამის მიზეზი საპატრულო პოლიციაში შესული ამომრჩევლის, მოქალაქე ირმა შარაძის ზარი გახდა.  

 

 

ნათელა ბახტაძემ „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ მოქალაქე ირმა შარაძე N 66 უბანზე ყვირილით შემოვიდა, მან ორჯერ მოთხოვა ამომრჩეველს პირადობის მოწმობის ჩვენება, რასაც შარაძის გაღიზიანება მოჰყვა. ნათელა ბახტაძე ამბობს, რომ ამომრჩეველი იქცეოდა საეჭვოდ, თან ჰქონდა ჩანთა, რომლის დატოვებაც მას კაბინის გარეთ სთხოვეს. ბახტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს გარემოებები გახდა ამომრჩევლისათვის საპატრულო პოლიციაში დარეკვის მიზეზი.

 

 

ნათელა ბახტაძეს საპატრულო აპოლიციაში გაჰყვა სულხან ღლონტი, ალასანიას პარტიის წევრი და ცესკოს ერთ-ერთი წამომადგენელი, რომელიც იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე გარკვევა და დამკვირვებელს უბანზე დააბრუნებენ.

 

 

კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე დეისაძე აცხადებს, რომ მოქალაქე შარაძეს მიეცა საჩივრის დაწერის უფლება და დამკვირვებლის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხოფა მას არ გაუგია. მოქალაქე შარაძე შეუძლოდ გახდა და კომისიის თავმჯდომარემ სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახა ადგილზე, რომელმაც ამომრჩეველი წაიყვანა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი