ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში თავის სახლში, იორკშირში გარდაიცვალა.
The Guardian-ის ცნობით, მომღერლის მენეჯერმა მაიკლ ლიპმანმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. პოლიციის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სახლში 25 დეკემბრის 1:42 საათზე მივიდა.
ჯორჯ მაიკლმა პოპულარობა ჯგუფ Wham!-თან ერთად მოიპოვა ჰიტებით Club Tropicana და Last Christmas. მას ასევე წარმატებული სოლოკარიერა ჰქონდა, რომლის დროსაც ჩაწერა სიმღერები Careless Whisper, Faith, Outside and Freedom! 90.
ჯორჯ მაიკლის 40-წლიანი კარიერის მანძილზე გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში მისი 11 სიმღერა გახდა ნომერ პირველი და გაყიდა 100 მილიონი ალბომი. მისი ბოლო ალბომი სიმფონიკა 2014 წელს გამოვიდა.