გთავაზობთ, 26 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
11:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული);
12:00 – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
12:00 – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული)
12:00 – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2017 წლის ტარიფების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს. მისამართი: ა.მიცკევიჩის N19.
13:00 – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
15:00 – საქართველოს ეროვნული მუზეუმში, საქართველოს ეროვნული არქივისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენა გაიხსნება;
16:00 – იურიდიულ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
18:00 – საქართველოს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, შედგება საზეიმო მიღება, რომელიც ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას ეძღვნება. ღონისძიებაზე შედგება წიგნის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ პრეზენტაცია.