“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნულ დარღვევებს “სერიოზულს” უწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის მე-17 უბანზე უკვე ოთხმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიაში მათ გასწვრივ ხელი სხვას ჰქონდა მოწერილი. გარდა ამისა, მარტვილის ოლქის მე-3 უბანში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები, ხოლო, დუშეთის 25-ე უბანზე კომისიის წევრებს არ ჰქონდათ სამაგიდო სიები და რეგისტრატორები კედლის სიებს იყენებდნენ.
“გარდაბნის ოლქის 27-ე უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა იკითხა ვისთვის მიეცათ ხმა, რის საპასუხოდაც რეგისტრატორებმა უთხრეს, რომ ხუთიანი შემოეხაზათ”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”. ამავე ორგანიზაციის განცხადებით, სიღნაღის 28-ე და 29-ე უბნებზე საოლქო კომისიის წევრმა ვანო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს არ მისცა გადაღების საშუალება, რის შემდეგაც უბნებზე ხმის მისაცემად სახმედრო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” დარღვევა დააფიქსირა ჭიათურის 57-ე უბანზე, სადაც მიიტანეს 32-ე უბნის ბეჭედი, ამჟამად ელოდებიან ბეჭდის გამოცვლას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დამკვირვებლებმა ამ დრომდე უკვე 22 საჩივარი დაწერეს საქართევლოს მასშტაბით.