ამის შესახებ მათ ცესკო–ში განაცხადეს.
ვოლისის განცხადებით, ისინი იყვნენ უკვე თბილისის 8 საარჩევნო უბანში და დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
“ვაკვირდებით არჩევნებს. ვიყავით უკვე თბილისის 8 საარჩევნო უბანზე და ყველას ვეკითხებოდით, რაიმე დარღვევა ხომ არ მოხდა. თუმცა, ვერ მივიღეთ დარღვევებზე ინფორმაცია. ახლა მცხეთაში მივდივართ. ძალიან მაღალია აქტივობა არჩევნებზე”, – განაცხადა “პოლონელ ადვოკატთა საბჭოს” წარმომადგენელმა ონიკა შტრუსს ვოლისიმ.