ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კოალიცია “ქართული ოცნების” დამკვირვებელმა ლევან გაბუნიამ განუცხადა:
“სიაში დარეგისტრირებული800 ამომრჩევლიდან 242 ამომრჩეველი დარეგისტრირებულია სხვა უბანზეც. ამის შესახებ დავწერეთ საჩივარი და ჩავაბარეთ საარჩევნო კომისიის მდივანს, მანამდე, ვიდრე დილას საარჩევნო უბანი გაიხსნებოდა. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება ხმა მისცენ მაჟორიატრობის კანდიდატს.”
ლევან გაბუნიას ინფორმაციით, საარჩევნო უბანი დროზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
124–ე საარჩევნო სპეცუბნის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჭანტურიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საარჩევნო უბანი დროზე გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 10 საათისთვის ხმა 200–მა ამომრჩეველმა მისცა.
კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს ინფორმაციას “ქართული ოცნების” მიერ სიაებში უზუსტობის შესახებ შედგენილი საჩივრის შესახებ:
“კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაწერილი საჩივრის შეასხებ ვაცნობეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კომისია სიტუაციაში გაერკვევა და ამ ინფორმაციას გადაამოწმებს”.
ლევან ჭანტურიძის განცხადებით, ამ საჩივრის საფუძველზე 242 ადამიანის მიერ მიცემული ხმის ბათილად ცნობა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ცესკო სიებში აღმოჩენილ დარღვევას დაადასტურებს.