ბათუმის N63-ე უბანზე უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების ბიულეტენებზე 5 ნომრის გასწვრივ მკაფიოდ შეინიშნებოდა ხაზი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ბეჭდვის წუნი, მაგრამ ეს ფაქტი არის უკვე დავის საგანი და იწერება საჩივარი.
ასევე ბათუმის მე-5 უბანზე ამომრჩეველს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. უბანზე მისულ ამომრჩევლის სახელისა და გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ამომრჩევლის ხელმოწერა და გაცემული იყო ბიულეტენი. მომხდარ ფაქტზე დაიწერა აქტი.