ახალი ამბები

არჩევნები ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

1 ოქტომბერი, 2012 • 989
არჩევნები ბათუმში  [ფოტო, ვიდეო]

 ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევები ბათუმში ამ დროისათვის არის ბიულეტენების ნაკლები რაოდებობა უბნებზე და ამომრჩეველთა არყოფნა სიაში. „ბათუმელებმა” 20-ზე მეტი შემტხვევა დააფიქსირა, როდესაც ამომრჩევლები, რომლებიც წლების მანძილზე ერთი და იგივე უბანზე აძლევდნენ ხმას, ამჯერად სხვა უბანის ამომრჩევლებად ითვლებიან. 

 

 

ბათუმის 54-ე უბანზე, სადაც 1370 ამომრჩეველია რეგისტრირებული,  120 -მდე ბიულეტენით ნაკლებია. 

 

ბათუმის 68-ე უბანზე (1440 ამომრჩეველი), ბიულეტენების რაოდენობა 150 -ით ნაკლებია.  

 

ასევე,  N29-ე უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები უბანზე ვერ შევიდნენ. მათ აკრედიტაცია გაიარეს, მაგრამ ცესკომ აკრედიტაციის გამოგზავნა დააყოვნა. ამ წუთებშიც ცესკო მათ პასუხობს, რომ აკრედიტაცია გამოგზავნილია და მალე მიიღებენ.  

 

N 15- ე უბანზე,  (1490 ამომრჩეველი) 140-მდე ბიულეტენით ნაკლები მივიდა. ამ უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, როცა ამომჩეველი უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო ფლაერით გამოცხადდა, მიეთითა კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც ამომრჩეველს გამოართვა ფლაერი და იქვე დახია. 

 

N29-ე უბანზე, სადაც ეგზითპოლს ამომრჩეველთა ლიგა ატარებს, ჩვენმა კორესპოდენტმა შენიშნა, რომ ადამიანები საგანგებოდ დგებიან რიგში, რომ იყვნენ რიგით მეშვიდე და ეგზითპოლში მიიღონ მონაწლეობა. 

 

 

ასევე შეინიშნება „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორების აქტიურობა უბნებთან, რომლებიც სიებით დგანან და ამომრჩევლებს ტელეფონით უკავშირდებიან. 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი