ახალი ამბები

საპატრიარქო: დაუშვებელია ‘მუსლიმთა უცოდველობის’ საჯაროდ ჩვენება

28 სექტემბერი, 2012 • • 1181
საპატრიარქო: დაუშვებელია  ‘მუსლიმთა უცოდველობის’  საჯაროდ ჩვენება

“შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე  სხვა რელიგიებთან მიმართებაში. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ქონდა საქართველოშიც”- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 

საპატრიარქოს განცხადებით, ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბითაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას. 

“ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ, რაც გულისხმობს გამოხატვის თვისუფლებას ისე, რომ არ დაირღვას სხვათა უფლებები,”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ  ფილმ “მუსლიმთა უცოდველობის” გამოსვლას  აღმოსავლეთ ქვეყნებში დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც ამერიკელი დიპლომატები და დემონსტრაციის მონაწილეები დაიღუპნენ.

აჟიოტაჟი ფილმის სიუჟეტმა გამოიწვია, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედი მექალთანედ, ხარბად და მკვლელად არის წარმოჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი