ახალი ამბები

ილია მეორე: სტუდენტების მღელვარება სრულიად სამართლიანია

27 სექტემბერი, 2012 • • 1233
ილია მეორე: სტუდენტების მღელვარება სრულიად სამართლიანია

“ჩემი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული, თითქოს მე ამას ვამართლებდი, როგორ შეიძლება  პატრიარქმა ეს გაამართლოს. დიდი ტკივილი იყო ის, რაც მოხდა. ვფიქრობ, შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, სადაც სასულიერო პირებიც იქნებიან და ეს კომისია გამოიძიებს, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. 

 

სამებაში პატრიარქის ქადაგებას ესწრებოდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის თითქმის ყველა კანდიდატი.

პატრიარქმა ქადაგებაში პატიმრებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განცხადება გააკეთა, მისი განმარტებით, პატიმრები, რომლებიც ტუბერკულოზით და შიდსით არიან დაავადებული, დაუშვებელია, რომ ციხეში იმყოფებოდნენ.

 

“ისინი სხვა პატიმრებსაც უქმნიან საფრთხეს. მივმართავ ხელისუფლებას, გაუშვან ისინი სახლებში, რომ იმკურნალონ,”- განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი