10:30 საჯარო დისკუსია – წარსულის პირისპირ: ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა
სასტუმრო “ბილტმორ თბილისი”, რუსთაველის გამზირი N29
10:30 შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შს სამინისტროს პროექტის – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ფარგლებში, თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში გამართულ გაკვეთილს დაესწრებიან. გაკვეთილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩაატარებენ. ისინი მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესებზე და უსაფრთხოებაზე ესაუბრებიან.
11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს 15 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამის და ადაპტირებულ ავტობუსს წაუდგენს.
მის. : დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N 5 (“თეგეტა მოტორსი”)
საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 14 11 51
14:00 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (თაბუკაშვილის ქ.#5) გაიმართება ძეგლთა დაცვის სამსახურის ფუძემდებლის, არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
14:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)