10:30 საჯარო დისკუსია – წარსულის პირისპირ: ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა

სასტუმრო “ბილტმორ თბილისი”, რუსთაველის გამზირი N29

10:30 შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შს სამინისტროს პროექტის – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ფარგლებში, თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში გამართულ გაკვეთილს დაესწრებიან. გაკვეთილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩაატარებენ. ისინი მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესებზე და უსაფრთხოებაზე ესაუბრებიან.

11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს 15 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამის და ადაპტირებულ ავტობუსს წაუდგენს.

მის. : დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N 5 (“თეგეტა მოტორსი”)

საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 14 11 51

14:00 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (თაბუკაშვილის ქ.#5)  გაიმართება ძეგლთა დაცვის სამსახურის ფუძემდებლის, არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

14:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15:00 საზოგადოებრივი მაუწყებლისპრესკლუბში (კოსტავას 68), გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისგიორგი ჩართოლანის (საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი,პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი), დოდო შონავას (ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის საზოგადოებრივ–პილიტიკური მიმართულების მთავარი პროდუსერი,პროფესიული კავშირის თავმჯდომარე)ბრიფინგი.
თემაა; კანონში„მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებების შესახებსაქართველოს პარლამენტში წერილობითი განცხადების შეტანა.
18:00 საქართველოს საპატრიარქოში, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ფორმდება. მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მემორნადუმი პირველია საპატრიარქოსა და UNICEF-ს შორის და მისი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი ადვოკატირება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *