ახალი ამბები

საპატრიარქო: დაგეგმილია თბილისის კურთხევა

26 სექტემბერი, 2012 • • 1021
საპატრიარქო: დაგეგმილია თბილისის კურთხევა

” ლოცვით, ნაკურთხი წლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით დაიწყება ოთხი მიმართულებიდან: ვაკიდან (საბურთალოს პანთეონი, ამაღლების ტაძრიდან), ვაჟა-ფშაველადან (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან), კინო-თეატრ “საქართველოდან”(წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან (ქინძმარაულის ქ.).

 

სამი მხრიდან (ვაკე, საბურთალო, დიდუბე) შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16.00 საათზე და შემდეგ გაემართება მეტეხის ხიდისკენ, _ ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე. აქ 18 საათზე მსვლელობას შეუერთდება მეოთხე ნაკადი და შესრულდება საზეიმო პარაკლისი. დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი