ახალი ამბები

გრიგოლიას კანდიდატურის მოხსნისთვის საარჩევნო ოლქისთვის არ მიუმართავს

26 სექტემბერი, 2012 • • 1416
გრიგოლიას კანდიდატურის მოხსნისთვის საარჩევნო ოლქისთვის არ  მიუმართავს

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გუშინ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მისი  განცხადება ფეისბუქშივე, რომ ქდმ მხარს არ დაუჭერდა ცესკოში ფოტო–ვიდეოგადაღების აკრძალვის დადგენილებას და თუკი ეს ასე მოხდებოდა, ის კანდიდატურას მოიხსნიდა.

ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ კი ხმა მისცა ამ დადგენილების სასარგებლოდ, რომელსაც მედია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს. 

“ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა- გპასუხობთ – იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტება რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას”. 

 

“ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის ლევან ვეფხვძის განცხადებით კი, ინგა გრიგოლია  იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. 

 

“ეს იყო არასწორად მიტანილი ინფორმაცია. როდესაც გრიგოლია გაეცნობა ამ დოკუმენტს, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტია სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც არ ლახავს ვინმეს უფლებებს, არამედ პირიქით – ეს დოკუმენტი უფლებას აძლევს, გამოირიცხოს ყოველგვარი ფალსიფიკაცია. ეს არის დადგენილება, რომელიც ქდმ–ს მიაჩნია, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვება. ცესკო ვეღარ ახერხებს შეზღუდოს მედიის მუშაობა უბნებზე”, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

 

გუშინ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახურმა ნუცა შავლაძემაც “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ არ დასტურდება ინგა გრიგოლიას მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა გლდანის საარჩევნო ოლქში.

 

 “ნეტგაზეთი” ორი დღეა ცდილობს ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი