ის გამოეხმაურა წინასაარჩევნო პერიოდში, ბოლო 3 დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიის აქტივისტების გახშირებული დაკავების ფაქტებს.

“საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და მე ძალიან შეშფოთებული ვარ ოპოზიციის აქტივისტების დაკავების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მედია და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან შუქდება.

ახლახან ვიყავი თბილისში, შევაფასე ამ არჩევნების მნიშვნელობა და ვიმედოვნებ, რომ სიმშვიდე იქნება დარჩენილ წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

არჩევნები არის შესაძლებლობა დიალოგისთვის და ეს უნდა წარიმართოს ღირსეული გზით”, – აღნიშნავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდი მილიორი.

შეგახსენებთ, დღეს, 25 სექტემბერს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ,შეაჩერონ ხელისუფლება. მათი განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 60-მდე აქტივისტი დააკავეს, უფრო მეტი კი სასტიკად არის ნაცემი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *