ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 24 სექტემბერს ავღანეთში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურა გაიმართა.
“სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის მათი საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის შექმნილი იყო ორი სპეციალური ჯგუფი, რომლებმაც კენჭისყრა ჰელმანდის პროვინციაში ორ საარჩევნო უბანზე (”ბ ასეულის ბაზა” და ”შუკვანი”) ჩაატარეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა პროპორციული სისტემის კენჭისყრაში მიიღეს.
არჩევნებმა მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე ჩაიარა; ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები კი მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, საერთო არჩევნების დღის დასრულების შემდეგ შეჯამდება”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
