შეხვედრას მედიის მხრიდან დაესწრებიან: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია, “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში და “ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავრედაშვილი.
ლაშა ტუღუშის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა იქნება ცესკოს მიერ 24 სექტემბერს მიღებული დადგენილების გაუქმება. აღნიშნული დადგენილება ჟურნალისტებს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდოგადაღებაზე შეზღუდვებს უწესებს, რაც ჟურნალისტთა ნაწილმა დღეს, 25 სექტემბერს, ცესკოსთან გააპროტესტა.

