ახალი ამბები

ვეფხვაძე: ინგა გრიგოლია ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა

25 სექტემბერი, 2012 • 1226
ვეფხვაძე: ინგა გრიგოლია ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა

ეს იყო არასწორად მიტანილი ინფორმაცია. როდესაც გრიგოლია გაეცნობა ამ დოკუმენტს, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტია სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც არ ლახავს ვინმეს უფლებებს, არამედ პირიქით – ეს დოკუმენტი უფლებას აძლევს, გამოირიცხოს ყოველგვარი ფალსიფიკაცია. ეს არის დადგენილება, რომელიც ქდმ–ს მიაჩნია, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვება. ცესკო ვეღარ ახერხებს შეზღუდოს მედიის მუშაობა უბნებზე”, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გლდანში – ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, რომ საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

 

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მისი გუშინდელი განცხადება ფეისბუქშივე, რომ ქდმ მხარს არ დაუჭერდა ცესკოში ფოტო–ვიდეოგადაღების აკრძალვის დადგენილებას და თუკი ეს ასე მოხდებოდა, ის კანდიდატურას მოიხსნიდა.

 

ქრისტიან–დემოკრატიულმა პარტიამ გუშინ ხმა მისცა ამ დადგენილების სასარგებლოდ, რომელსაც მედია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს. გირგოლიამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაპოსტა:

 

“ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა- გპასუხობთ – იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას”.

 

ამ ეტაპზე ინგა გრიგოლიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი