გთავაზობთ, 16 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:00 – სასტუმრო ამბასადორში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “მმართველობა განვითარებისათვის” პროექტის “წყლის რეციკლირების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინოვაციური ტექნოლოგიები” ფარგლებში გაიმართება დაინტერესებულ მხარეთა კონფერენცია;
10:00 – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს ამერიკელი მეგობრები, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, თანამრომლობით: Studio L-თან,წარმოგიდგენთ სემინარ-ვორკშოპს „ცხოვრების ხარიხსი-არქიტექტურა მდგრადი გარემოსათვის“;
10:30 – სასტუმროში „Holiday-inn” (Idea Room), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინიციატივითა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა მინისტრსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებსშორის.
10:00 – ლექვან მიქელაძის სახელობის ფონდისა“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ორგანიზებით,„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“(DCFTA) ფარგლებში სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა თემაზე – “ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმების ანალიზი” გაიმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში, შ.დადიანის ქ 2/1.
11:30 – შსს–ში (გულუას #10) შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს. მინისტრის მოადგილე დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრებს.
11:30 – გერმანული კომპანია Arvato -ს ოფისი იხსნება. მისამართი: ჭავჭავაძის #34-ში („პიქსელის“ შენობა)
11:30 – პარლამენტის ბიუროს სხდომა.
12:00 – პარლამენტის პლენარული სხდომა.
14:00- საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი პირები $131 მლნ დოლარის ღირებულების „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ ახალციხეში. 53 მგვტ სიმძლავრის ჰესის მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საჯარო და კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
15:00 – საპარლამენტო უმცირესობის სხდომა.
16.00 – თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართება.
20:00 – გალა გალერიში მიშა გოგრიჭიანის გამოფენა. მისამართი: ათონელის #27.