ახალი ამბები

ქდმ-ის პრესსამსახური გრიგოლიას მიერ კანდიდატურის მოხსნას არ ადასტურებს

25 სექტემბერი, 2012 • 1302
ქდმ-ის პრესსამსახური გრიგოლიას მიერ კანდიდატურის მოხსნას არ ადასტურებს

შავლაძემ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ ქდმს-ს ლიდერები და არც თავად ინგა გრიგოლია.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გლდანში – ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, რომ საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

 

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მისი გუშინდელი განცხადება ფეისბუქშივე, რომ ქდმ მხარს არ დაუჭერდა ცესკოში ფოტო–ვიდეოგადაღების აკრძალვის დადგენილებას და თუკი ეს ასე მოხდებოდა, ის კანდიდატურას მოიხსნიდა.

 

ქრისტიან–დემოკრატიულმა პარტიამ გუშინ ხმა მისცა ამ დადგენილების სასარგებლოდ, რომელსაც მედია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს. გირგოლიამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაპოსტა:

 

“ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა- გპასუხობთ – იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი