ახალი ამბები

ინგა გრიგოლია: ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას

25 სექტემბერი, 2012 • 1036
ინგა გრიგოლია:  ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მისი გუშინდელი განცხადება ფეისბუქშივე, რომ ქდმ მხარს არ დაუჭერდა ცესკოში ფოტო–ვიდეოგადაღების აკრძალვის დადგენილებას და თუკი ეს ასე მოხდებოდა, ის კანდიდატურას მოიხსნიდა.

 

ქეისტიან–სემოკრატიულმა პარტიამ გუშინ ხმა მისცა ამ დადგენილების სასარგებლოდ, რომელსაც მედია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს. გირგოლიამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაპოსტა:

 

“ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა- გპასუხობთ – იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი