ახალი ამბები

სანდრო ცაგარელს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

25 სექტემბერი, 2012 • 1048
სანდრო ცაგარელს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

სასამართლო პროცესი დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე ჩაატარეს და ადვოკატისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არავის მისცეს დასწრების უფლება.

 

საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამით სასამართლოში დაირღვა საჯაროობის პრინციპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ჩუგოშვილის თქმით, ცაგარელს ბრალი წაყენებული ჰქონდა ხულიგნობისა და ბოროტი დაუმორჩილებლობის მუხლით. მას სასამართლო პროცესზე საიას ადვოკატი იცავდა. ცაგარელის ძმის განცხადებით, სანდროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ედავებოდნენ, რასაც ბრალდების მტკიცებით, ადგილი ჰქონდა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაცვის მხარემ  მოითხოვა ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალის გაცნობა, თუმცა მოსამართლემ ამაზე უარი განაცხადა და დაკავებულს 400–ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

სანდრო ცაგარელი გუშინ ღამით, დაახლოებით 00:40 საათზე დააკავეს თსუ-ს მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველების თქმით, ის შინ ბრუნდებოდა, კერძოდ, ტაქსს აჩერებდა, როცა პატრულმა დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი