ახალი ამბები

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

24 სექტემბერი, 2012 •
ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

19:15 –ცესკოში უკვე დაიწყო სხდომა, სადაც უნდა განიხილონ დადგენილების პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, კენჭისყრის დღეს ჟურნალისტებს სარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეო გადაღება შეეზღუდებათ.


18:35 – ცესკოსთან აქციაზე იმყოფება კოალიცია “სამართლიანი არჩევნებისათვის” წარმომადგენელი მაგდა პოპიაშვილი, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუცხადა: “ჩვენ არ გვეგონა, რომ აქ ამდენი ხალხი დაგვხვდებოდა. ჩვენ ვერავის დავუშლით აქციაში მონაწილეობას, უბრალოდ, აქ ისმის შეძახილები, “ქართულ ოცნებას” გაუმარჯოს”, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ აქ მოვედით იმ დადგენილების გასაპროტესტებლად, რომლის მიღების შემთხვევაში ის მბჟუტავი იმეიც კი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ჩაკვდება. ამიტომ უნდა გავაპროტესტოთ ეს დადგენილება და ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს 1 ოქტომბერს გამოჩნდება”. 


18:20 – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, თბილისში, ამ წუთებში მიმდიანრეობს საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე ასეული ადამიანი იღებს. 

 

აქციაზე, ძირითადად, “ქართული ოცნების” აქტივისტები იმყოფებიან. პარალელურად, ცესკოში იწყება სხდომა, სადაც განიხილება დადგენილების პროექტი. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემთხვევში კენჭისყრის დღეს ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეო გადაღების უფლება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საარჩევნო კომისიის თავმდომარის ნებართვით ექნებათ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი