ახალი ამბები

ანონსი – 15 დეკემბერი

14 დეკემბერი, 2016 • 2293
ანონსი – 15 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 15 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:30 საათზე, პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება სტრატეგიული დისკუსია ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. დისკუსიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილისა და რუმინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უმაღლესი ეროვნული საბჭოს მდივნის მიხაი სომორდოლეას ერთობლივი ბრიფინგი. მისამართი: აბდუშელიშვილის ქ. N1.

10:00 საათზე, ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პროექტი გახლავთ სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერა. პროექტის კომპონენტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ადგილი: თბილისი, სასტუმრო რადისონი.

10:30 საათზე – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა; 11:00 საათზე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა; 11:30 საათზე – პარლამენტის ბიუროს სხდომა; 12:00 საათზე – პარლამენტის პლენარული სხდომა; 15:00 საათზე – საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის (N07-2/5, 2016) განხილვის. ადგილი: ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი.

11:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და “ანადოლუ ჯგუფის” დამფუძნებელი თუღბან იზზეთ აქსოი ხელედულა-3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მისამართი: თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1.

11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები: ეკა ლომიძე, ეკა ქობესაშვილი და ნესტან ლონდარიძე გამართავენ პრესკონფერენციას. თემა: მსჯავრდებულებისთვის საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვა. მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, II კორპუსი, III სართული.

11:30 საათზე, “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს მთავრობის წერილი ევროპის ადმიანთა უფლებების სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტს. წერილის გასაჯაროება მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდაძე – 595037722.

12:00 საათზე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გამართავს პრესკონფერენციას. თემა: 17 დეკემბერს გასამართი საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღბენ ქართველი და უცხოელი სპორტსმენები (საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ირანი). ტურნირი ჩატარდება 4 წონით კატეგორიაში (80კგ: 90 კგ: 100 კგ: +100 კგ). ადგილი: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

13:00 საათზე, “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკის” თბილისის ფილიალის პრესს-ცენტრში ბრიფინგს გამართავს. თემა: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და კანონი ოკუპაციის შესახებ. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართ. ტელ: 555908977.

13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება უნიკალური გამოცემის “ქართველთა საუკუნის ტრილოგიის – ნათელი ქრისტესი, საქართველოს” პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოება და მედია. ტრლოგიის იდეის ავტორია ილია მეორე, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე. ეს აკადემიური რარიტეტული გამოცემა მომზადდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და პარტნიორობით, ხოლო ტრილოგია დასრულდა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

14:00 საათზე, მარნეულში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემს. მისამართი: მარნეული, გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, რუსთაველის ქ. N73.

14:00 საათზე, საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს ახალი გენერალური პარტნიორი და ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ახალი გეგმა აქვს, რასთან დაკავშირებითაც ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება პრესკონფერენცია. ჟურნალისტებს შეხვდებიან: კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კომპანია „ევროპაბეთის“ დირექტორი მაია კოპინაძე და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები: გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ირაკლი ხოშტარია. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N15ა.

16:00 საათზე, დეკემბერს თბილისში ტარდება კონფერენცია, კონფერენციის თემაა: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება, აუტიზმის გავრცელება საქართველოში, მშობლებისთვის, მედ.პერსონალისა და მასწავლებლებისთვის მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, ტირაჟირება და გავრცელება. მისამართი: ბორჯომის ქ. N10, თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სკოლა.

19:30 საათზე, საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი “Willis Towers Watson”ის შემოსვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ქართველი და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ადგილი: მწერალთა სახლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი