ახალი ამბები

შსს: საჯარო მოხელეების მოსყიდვის საქმეში ივანიშვილის ძმისშვილი მონაწილეობდა

24 სექტემბერი, 2012 • 1035
შსს: საჯარო მოხელეების მოსყიდვის საქმეში ივანიშვილის ძმისშვილი მონაწილეობდა

შსს-ს ცნობით ამ დროისთვის ივანიშვილის ძმისშვილი არ დაუკავებიათ, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღესვე შსს-მ ფარული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც პოლიციელბისა და საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობებია ასახული:

9-წუთიან ვიდეომასალაში ოთხი სიტუაციაა დაფიქსირებული. 

პირველი სიტუაცია დღის განმავლობაში ხდება, სადაც არჩევნებამდე 4 დღით ადრე ტელევიზიით მასალის გაშვებაზეა საუბარი, თუმცა დაკონკრეტებული არაა შინაარსი.

მეორე სიტუაცია ბინაში ვითარდება, სადაც ორი ადამინი ურიგდება ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მიმდინარე მოვლენების ფირზე აღბეჭდვისთვის 7000 ლარია საჭირო. 

მეორე პირის შეთავაზება კი ასეთია: 29-ში დაგეგმილ გრანდიოზულ აქციაზე უნდა გამოვიდეს პოლიციელი და გააკეთოს განცხდება, რომ ტოვებს პოლიციას ზეწოლის გამო, როცა ავალებდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგნლებზე ზეწოლას და ცემას. ამის შესრულებისთვის პოლიციელი 7500 ლარს მიიღებს. 

მეორე დავალება პოლიციაში პირის ცემის აღბეჭდვას გულისხმობდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირდებოდა, ხელოვნურად უნდა შექმნილიყო სიტუაცია.

“ჩვენ მოგცემთ ჩვენს აქტივისტს, თავს გაცემინებთ, ამაში 50 000–ს გადავიხდით”.

ასევე ფირზე უნდა აღბეჭდილიყო მოსამართლე, რომელიც პროკურატურისგან სასამართლოზე ზეწოლის შესახებ განაცხადებდა, რაშიც 100 000–ს გადაიხდიდნენ.

მესამე სიტუაცია მანქანში ვითარდება. ერთ-ერთი პირი პოლიციელს ურიგდება, რომ საჭიროა ვინმე, ვინც დარღვევებზე ისაუბრებს.

“დოკუმენტი არ არის, მაგრამ კაცი გამოდის და ლაპარაკობს”, შემთავაზებელი გარანტიას აძლევს შემსრულებელს, რომ ქვეყანას დაატოვებინებენ. 

მეოთხე მოქმედება არ ჩანს, სად ხდება, რადგან სიბნელეა. ამ შემთხვევაშიც კომპრომატის შეგროვებაზეა საუბარი, ახსენებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს გელა ხვედელიძეს და გალში შესძლო გადასვლაზეა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი