ახალი ამბები

გივი თარგამაძეს ავტომობილის აფეთქების საქმის მასალებს გააცნობენ

14 დეკემბერი, 2016 • 2953
გივი თარგამაძეს ავტომობილის აფეთქების საქმის მასალებს გააცნობენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, დღეს, 14 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრს, გივი თარგამაძეს საკუთარი ავტომობილის აფეთქების საქმის მასალებს თბილისის პროკურატურაში გააცნობენ.

“როგორც ცნობილია, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გივი თარგამაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი. დღეს, 14 დეკემბერს, გივი თარგამაძის პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობის შესაძლელობა მიეცემა,”- განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.

ავტომობილი, რომელშიც პარლამენტის მაშინდელი დეპუტატი, გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს.  აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი