გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სტაციონარში გადაიყვანეს.
“შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი, ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და ახლო მომავალში შევეცდებით, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დავადგინოთ. ამისთვის შსს-ს ყველაფერს გააკეთებს”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები. თავად თარგამაძის განცხადებით, მისი ავტომობილი განზრახ ააფეთქეს 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები. თავად თარგამაძის განცხადებით მანქანა განზრახ ააფეთქეს 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები. თარგამაძის განცხადებით, მანქანა ააფეთქეს. 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე




















