ახალი ამბები

მმართველი პარტია წამების საქმესთან დაკავშირებული შემწირველების თანხას აბრუნებს

23 სექტემბერი, 2012 •
მმართველი პარტია წამების საქმესთან დაკავშირებული შემწირველების თანხას აბრუნებს

“ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ამ პირების მიმართ პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ გლდანის N8 საპრყრობილეში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

 

დავით ჭაკუას 2012 წლის 8 აგვისტოს 9300 ლარი აქვს გადარიცხული მმართველი პარტიის ანგარიშზე, მკურნალიძეს კი – 6300 ლარი.

 

შეგახსნენებთ, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ, 19 სექტემბერს სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობიდან დაითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა, ხოლო ჭაკუას მოადგილეს – გაგა მკურნალიძეს ბრალი არაადამიანური მოპყრობის მუხლით აქვს წაყენებული და მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკურნალიძეს აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი