ახალი ამბები

კანონპროექტის მიხედვით, მოსწავლის და მასწავლებლის დისციპლინური დევნა რთულდება

13 დეკემბერი, 2016 • 1985
კანონპროექტის მიხედვით, მოსწავლის და მასწავლებლის დისციპლინური დევნა რთულდება

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, მოსწავლისა და მასწავლებლის დისცპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს განხორციელდა, სკოლის დასაბუთებული ინტერესის შემთხვევაშიც კი ვერ განხორციელდება.

მოქმედი კანონმდებლობით, ახლაც დაუშვებულია მოსწავლებლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს განხორციელებული ქმედებებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

“აღნიშნული ჩანაწერი არის სკოლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე, სკოლის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ მას ამის ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, დისციპლინური დევნის განხორციელება მოსწავლის ან მასწავლებლის მიმართ დაუშვებელია დასაბუთებული ინტერესის შემთხვევაშიც კი, მაშინ, როდესაც რთული განსასაზღვრია ინტერესის დასაბუთების შესაძლებლობა”,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ეს ცვლილება ეხება ,,ზოგადი განათლების შეახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტს. ცვლილებების პაკეტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს 12 დეკემბერს წარუდგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი