ახალი ამბები

კანონპროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს კერძო სკოლის დაფინანსება შეეძლება

13 დეკემბერი, 2016 • 2710
კანონპროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს კერძო სკოლის დაფინანსება შეეძლება

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის მიხედვით, კერძო სკოლების დაფინანსების საკითხი შეიცვლება და მთავრობას მიენიჭება უფლება, დაამტკიცოს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კერძო სკოლების დაფინანსების წესი და პირობები.

“ამის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა, დააფინანსოს კერძო სკოლები. საყურადღებოა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილება კერძო სკოლების შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა, კერძო სკოლების საჭიროებიდან გამომდინარე, შეძლოს მათი დაფინანსება შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების გათვალისწინებით”,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამისათვის ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლში, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტში. ცვლილებების პაკეტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს 12 დეკემბერს წარუდგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი