ახალი ამბები

მეუფე იაკობი: პატრიარქის ქადაგების შემდეგ პატიმრებს ყველა ციხეში სცემეს

22 სექტემბერი, 2012 • • 1340
მეუფე იაკობი: პატრიარქის ქადაგების შემდეგ პატიმრებს ყველა ციხეში სცემეს

“ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ, ეპისკოპოსი ვიქნები თუ მრევლის ნაწილი, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ ვიბადებით არც მინისტრებად, არც პრეზიდენტებად და არც პრემიერად. ჩვენ წარვსდგებით ჩვენი საქმეებით,” – განაცხადა მეუფე იაკობმა. 

 

მისი თქმით, როცა პატრიარქმა იქადაგა პატიმრების შესახებ, მეორე დღეს ყველა ციხეში სცემეს პატიმრებს:

 

“ისეთი მდგომარეობ იყო, ორი კვირა ვერ შევედით. ვუთხარით, თუ ასე გააგრძელებთ თქვენ ამას, არც პატრიარქი და არც ჩვენ ამას არ მოვითმენთ. ჩვენ ვერ დავდგებით ვერც ერთი ლიდერის გვერდზე. ჩვენ ვეკუთვნით ხალხს და ხალხი გვეკუთვნის ჩვენ.”

 

მეუფე იაკობი ქადაგებში ამბობს, რომ მათ მთელ ერს ახადეს ნამუსი და დამნაშვეები უნდა დაისაჯონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი