ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველო ვროპის საინვესტიციო ბანკისგან 450 მილიონიან სესხს მიიღებს

9 დეკემბერი, 2016 • 1698
საქართველო ვროპის საინვესტიციო ბანკისგან 450 მილიონიან სესხს მიიღებს

საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 450 მილიონი ევროს მოცულობის სესხს მიიღებს, რომელიც ტრანსპორტის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში განსახორციელებელი პროექტებისთვის იქნება განკუთვნილი. ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ევროპის საინვესტიოციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ხელი დღეს, 9 დეკემბერს, მოაწერეს.

450 მილიონი ევროდან 250 პრიორიტეტული გზების განახლებასა და ახლის მშენებლობას მოხმარდება. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის უბისა-შორაპანისა და გრიგოლეთი-ფოთის მონაკვეთები. 100-100 მლნ ევრო კი მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასა და სოფლის მეურნეობის სექტორში როგორც მცირე და საშუალო საწარმოების, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიების პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

დღეს, 9 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლიც თანახმად, საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 450 მილიონი ევროს მოცულობით სესხს მიიღებს 09.12.16 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დღეს, 9 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლიც თანახმად, საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 450 მილიონი ევროს მოცულობით სესხს მიიღებს 09.12.16 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებები ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების მხარდაჭერას, როგორიცაა საავტომობილო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სოფლის მეურნეობის და აგრომრეწველობის განვითარება” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, პროექტი, რომლის განხორციელებასაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გაღებული სესხი მოხმარდება, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი საწარმოების შექმნაზე, წარმოების სრული ციკლის დანერგვაზე და სექტორში პროდუქტიულობის ზრდაზეა ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტის, იან ვაპაავურის თქმით, საქართველოსთვის გამოყოფილი სესხი რეკორდული მოცულობისაა და მნიშნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

სამივე სესხი, რომელთა საერთო მოცულობა 450 მლნ ევროს შეადგენს, ევროკავშირის გარანტითაა დაფარული.

მასალების გადაბეჭდვის წესი