09:30 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უმასპინძლებს კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“. ღონისძიების მიზანი საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსიის გაგრძელებაა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქუიქი.
09:30 ტექნოპარკში (მის.ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7), კულტურისა სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით გრძელდება ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“. ფორუმის ფარგლებში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე: ანიმაციის ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, კინო საქართველოში, ურბანული კულტურული პროექტები, ტრადიციული რეწვა საქართველოში და სხვა.
11:00 „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გამართავს პრესკონფერენციას პუშკინის 13, მე-4 სართული. პრესკონფერენციაზე მოძრაობა დაანონსებს 10 დეკემბრის აქციას „დეკრიმინალიზაცია 2016“.
11:00 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებას კვლევის „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ შედეგებს გააცნობს. მისამართი : ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისი, ჭოველიძის ქ.10
11:15 საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იან ვაპავუორი ხელს მოაწერენ სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველო, ჯამში, მიიღებს 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება მიიმართება საქართველოს საავტომობილო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, აგრეთვე, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიმართულებით. ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-12 სართულზე. მედიის შეკრების დრო 11:00 საათი.
11:30 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გივი თარგამაძის პრესკონფერენცია გაიმართება. მის: სობჩაკის #3
11:30 საქართველოს პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
13:00 სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში სახალხოდამცველი კონკურს “მე ომბუდსმენი 2016-ის” დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს. მისამართი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“, 26 მაისის მოედანი N1