ახალი ამბები

ევროვიზიის ეროვნულ კონკურსში 27 მუსიკოსი და ჯგუფი მონაწილეობს

8 დეკემბერი, 2016 • 2106
ევროვიზიის ეროვნულ კონკურსში 27 მუსიკოსი და ჯგუფი მონაწილეობს

საქართველის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადების მიღება შეწყვიტა. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს.

ევროვიზიის სუმღერის კონკურსი 2017 წელს უკრაინაში ტარდება, შესაბამისად,  ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს კიევში წარადგენს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სულ 27 განაცხადი მიიღო:

1. ნანუკა გიორგობიანი
2. გიორგი ჩიქოვანი
3. დავით შანიძე
4. ტრიო “მანდილი”
5. ანჩო დოლიძე
6. ელენე მიქიაშვილი
7. ანდრია გველესიანი
8. ჯგუფი The Mins
9. ალისა დანელია
10. რატი დურგლიშვილი
11. ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი
12. თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი
13. ჯგუფი EOS
14. დიმა კობეშავიძე
15. მალიბუ
16. ჯგუფი Asea Sool
17. ნათია ბიძინაშვილი
18. მიშა სულუხია
19. ანი კეკუა
20. თაკო გაჩეჩილაძე
21. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo
22. მარიამ ჩაჩხიანი
23. ნუცა ბუზალაძე
24. ჯგუფი Sparkle
25. ნინო ბაშარული
26. თემო საჯაია და ჯგუფი ForceMajeure
27. მარიკო ლეჟავა

 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU). ევროფესტივალზე კონკურსანტის წარდგენის უფლება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ მაუწყებელს აქვს. 

ევროვიზიის კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილის შერჩევის ორი გზა არსებობს. ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის მაუწყებელი აცხადებს ეროვნულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ამ ქვეყანას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს; ან მაუწყებელს მინიჭებული აქვს უფლება მონაწილე შიდა შერჩევის შედეგად, კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელოს. 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია. შესაბამისად, საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი