ახალი ამბები

პატრიარქი: არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდ გარემოში

21 სექტემბერი, 2012 • • 1048
პატრიარქი: არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდ გარემოში

ილია მეორე
ილია მეორე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდ გარემოში. ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ 1 ოქტომბრამდე. მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არ გამოდის სააშკარაოზე და ამ მოვლენებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ, “.

პატრიარქმა ქადაგებაში სტუდენტებთან შეხვედრაზეც იასუბრა: “გუშინ შევხვდი სტუდენტებს , ზოგიერთს უნდა, რომ არეულობის ესტაფეტიზაცია  მოხდეს. თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, ისედაც არ გვაკლდა არეულობა. იმედი მაქვს, მამაშვილური სიყვარულით ნათქვამ  რჩევას ყველა გაითვალისწინებს.”

პატრიარქის ქადაგებას მრევლთან ერთად ერთიანი სტუდენტური გაერთიანების და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ერთიანი სტუდენტური გაერთანების წარმომადგენლის მარიამ ქობულიას განცხადებით, ისინი წყვეტენ აქციებს, რადგან მოთხოვნები შესრულდა:

„გუშინ პატრიარქათან შეხვედრისას გავიგეთ ბაჩო ახალაიას შესახებ. პატრიარქმა დაგვლოცა და სიმშვიდისაკენ მოგვიწოდა“. აქციებს არც სტუდენტური თვითმმართველობა გააგრძელებს, ისინი ქადაგების დაწყებამდე პატრიარქს შეხვდნენ.

 საღამოს 7 საათზე პატრიარქი დიდუბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი