ახალი ამბებისაზოგადოება

მაჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი ფეისბუკის ლაივით გამოავლინეს

7 დეკემბერი, 2016 • 4312
მაჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი ფეისბუკის ლაივით გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა.

დეპარტამენტის ცნობით, სოციალური ქსელ facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც გავიდნენ ადგილზე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მისულებს მაჩვი მოკლული და გატყავებული დახვდათ.

ოფიცილაური ინფორმაციით, მოქალაქეების მიმართ უკანონო ნადირობის, გარეული ცხოველის საბინადრო გარემოს დაცვის წესის დარღვევის და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტზე შეადგინეს ოქმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი