11:35 – ამ წუთებში გლდანის მერვე საპყრობილესთან პატიმართა ახლობლებისა და ოჯახის წევრთა რაოდენობა თანდათან იზრდება. ისინი რიგში დგანან და პატიმართან შეხვედრას ელოდებიან. ციხიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მშობელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი შვილი საუბარს ერიდება და თავადაც გააფრთხილა, რომ მედიასთან საუბარს თავი აარიდოს, რადგან შესაძლოა, ამის გამო სიტუაცია გაუარესდეს. მეორე მშობლი განცხადებით კი, მის შვილს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.
გლდანის მერვე საპყრობილესთან მთელი ღამის მანძილზე არ შეწყვეტილა პატიმრებთან არაგეგმიური პაემნები. პატიმართა ნათესავებმა ღამე ციხესთან გაათენეს. ტელეეთერით წამების ამსახველი გასული კადრების შემდეგ გლდანის ციხესთან ადამიანები არა მხოლოდ თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან შეიკრიბნენ, ასევე ისრაელიდან და გერმანიიდანაც ჩამოვიდნენ.